Wednesday, March 26, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება.

ინტელის სასწავლო კურსი ძალიან დამეხმარება მომავალ სქემის მუშაობაში.ტრენინგის დაწყებისას გამოჩნდა შიში,ვერ დაძლევის.თუმცა სფეხურებლივარ შევისწავლეთ ყველა საფეხური,გლოგის შექმნა,გაჯეტების და პეიჯების გაკეთება.პიკასოს ალბომის შექმნა.ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ ყოველდღიურ პედაგოგიურ საქმიანობაში.პროექტების დაგეგმა და შექმნაში,ასევე ბლოგის გაფორმებაში.სურათების ატვირთვაში.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს და მასწავლებლის სახლს ასეთი პროექტის ჩატარებისთვის.

ტერნინგის მე–9 დღე

მე–9 დღე
გადავიმეორეთ ბლოგის შექმნა,გაჯეტების და პეიჯების შექმნა.შევქმენით პიკასა ალბომი.ტრენერმა გაგვაცნო პიკასას ალბომის მნიშვკელობა.გავაკეთეთ პიკასას ფოტო ალბომი.უფრო კომფორტული და მოსახერხებელი აღმოჩნდა ბლოგზე განსათავსებლად.გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა

Sunday, March 23, 2014

მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღე

1)მასალის გამეორება
2)ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3)პორტფოლიოს გადახედვა-დახვეწა
4)პორტფოლიოს ატვირთვა დაძირითად ბლობზე მიბმა
5)რეფლექსია

 გავიმეორეთ წინა დღით ნასწავლი მასალა და გადავედიტ ახალ თემატიკაზე. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტის მსვლელობაში.სემდეგ გავხსენით ჩვენი პორტფოლიო, გადავხედეთ,ზედმეტი საქაღალდეებისგან გავასუფთავედ და გადავედიტ ყველაზე რთულ საკითხზე,რომელის საქაღალდის ბლოგზე ატვირთვას ითვალისწინებს.თავიდან გამიჭირდა ,მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ავითვისე პრინციპი.ავტვირთე ჩემი საქაღალდე ბლოგზე,დავამატე ახალი გაჯეტები.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.თუმცა საჭიროებს საკუთარ თავთან მუშაობას.იმედია წარმატებით გავართმევ თავს


Saturday, March 22, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

მე-7 დღე
1)მასალის გამეორება
2)განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლის დავალება
3)პროექტის გეგმაზე მუშაობა
4) ბლოგის გვერდები
5) რეფლექსია

გავიმეორეთ  განვლილი მასალა,აღვიდგინეთ ნასწავლი, ვიცით რომ ყველა კლასშია მეტ-ნაკლებად სპეციალური საჭიროების მქომე მოსწავლეები,რომელთაც სჭირდებათ,საჭირროებიდან გამომდინარე დავალებები,პროექტის თემიდან გამომდინარე გავწერეთ ეს დავალებები როგორც დაბალი დონის ,ასევე აკადემიურად მაღალი დონის მოსწავლეებისთვის.შევიტანეთ ჩვენ გეგმაში.ვიმუშავეთ გეგმაზე.შევავსეთ დარჩენილი გრაფები.აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა.დავწერეთ დეტალურად რა საფეხურები გავიარეტ პროექტის მსვლელობის დროს..მნიშვნელოვანი იყო ასევე,ბლოგის გვერდების შექმნა.გაჯეტების მიბმა,ასევე ბლოგზე ახალი მისამართის მიბმა.იმედია ნასწავლი გამ,ომადგება.ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.კმაყოფილი ვარ  დრევანდელი დღით.

Sunday, March 16, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

მე-6 დღე:
1)  მასალის გამეორება
2)მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციის სექმნა
3)მოსწავლეების ნამუშევრის შეფასება
4)კომენტარის გაკეთება ბლოგზე
5)რეფლექსია

გავიმეორეთ განვლილი მასალა.განვიხილეთ მოსწავლის  პრეზენტაცია,ვისწავლე მოსწავლის ნამუშევრების შეფასება,განვიხილეთ  შეფასების კრიტერიუმები,განვიხილეთ სხვათა შეფასების ნიმუშები.ასევე ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის გაკეთება.შევაფასეთ ერთმანეთის  რეფლექსიები,ბუკლეტები,პროექტები.გავაფორმეთ ტექნიკურად ჩვენი ბლოგი,საათებით,კალენდრებით.დავიხვეწეთ ბლოგიას გაფორმებაში.შევაჯამეთ ჩვენი დღევანდელი შესწავლილი მასალა

Saturday, March 15, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

მე5 დღე
1)მასალის გამეორება
2)საავტორო უფლებები,საავტორო უფლებების შაბლონების გაცნობა
3)მოსწავლის ნიმუშების-ბლოგის შექმნა
4) რეფლექსია

საფუძვლიანად გავიმეორეთ განვლილი მასალა,ეს ძალიან მეხმარება განვლილი ინფორმაციის აღდგენაში.საავტორო უფლებების პატივისცემა ,და მისი გამოყენება სამართლიანი გზით.ძალიან მომეწონა მოსწავლის ბლოგის გამოყენება,კითხვარების შექმნით მოსწავლეთა შეფასება,სასურველი დასკვნის გამოსატანად.ვფიქრობ,ეს გამომადგება პროექტის დასაწყისშიც სუაშიც და ბოლოს დასკვნისთვისაც.რეფლექსიის დროს მოვახდინეთ ტრენერთან ერთად ღევანდელი დღის შეფასება,სეჯამება.ღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, March 9, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

1)მასალის გამეორება
2)შეფასების სხვადასხვა მეთოდები
3)დროში გაწელილი შეფასების გეგმის შედგენა
4)პორტფოლიოს პრეზენტაცია
5)რეფლექსია

გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,ტრენერმა გაგვაცნო შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება პროექტის მიმდინარეობის პროცეში,გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმის შედგენას.პაუერპოინტით გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.გავაკეთეთ რეფლექსია.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.